საქართველოში მორწმუნეები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ემზადებიან. ყველა მოქმედ ტაძარში ღამისთევის მსახურება ჩატარდება. სააღდგომო ლიტურგიას სამების ტაძარში პატრიარქი აღავლენს. წაიკითხავენ პატრიარქის ეპისტოლეს, შემდეგ კი დაიწყება ლიტანიობა, იგივე ლოცვითი მსვლელობა.
ამასთან, დღეს შუადღისკენ მორწმუნეები მაცხოვრის საფლავის ტაძარში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას ელოდებიან.
აღდგომა უძველესი და უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია 12 საუფლო დღესასწაულს შორის. აღდგომას უძღვის 40-დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება და ზიარება, ვნების კვირა.