20 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში ორი თვის განმავლობაში 9 ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში ორი თვის განმავლობაში 9 ქართველი მოხალისე მებრძოლი დაიღუპა. მათგან ბოლოს დაღუპული ორი მებრძოლი ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა დღეს ჩამოასვენეს სამშობლოში. ზაზა ბიწაძის ხსოვნას რუსთავში მიაგებენ პატივს. რაც შეეხება ალიკა ცაავას, ის სამეგრელოშია გადასვენებული. ორივე მებრძოლს სამხედრო პატივით სამშაბათს დაკრძალავენ.

ერთი კვირის წინ ქალაქ რუბეჟნოეში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი არკადი კასრაძე. მეომარი სამშობლოში გუშინ ჩამოასვენეს. ქაშვეთის ეკლესიაში გამართული სამოქალაქო პანაშვიდის შემდეგ, ის მშობლიურ სახლში, გორის რაიონის სოფელ ერგნეთში გადაასვენეს. სხვა დაღუპული მეომრების მსგავსად, თავდაცვის უწყების გადაწყვეტილებით არკადი კასრაძეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

უკრაინის ქალაქ მარიუპოლიდან, რთული საომარი ვითარების გამო ისევ ვერ ხერხდება კიდევ ერთი დაღუპული ქართველი მებრძოლის, ბახვა ჩიქობავას გადმოსვენება. 

დღის ამბები