გასულ ღამეს სააღდგომო ლიტურგია ქვეყნის ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა. მრევლი ტაძრებში ელოდებოდა "წმინდა ცეცხლის" მიტანას, რომელიც საქართველოში სპეციალური რეისით ღამის 12-ის ნახევარზე ჩამოიტანეს. შემდეგ ის სამებიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა.
სამების საკათედრო ტაძარში იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. მოგვიანებით მისი სააღდგომო ეპისტოლე წაიკითხეს, რომელიც არაერთ მნიშვნელოვან თემას, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომს ეხებოდა.