საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიცვალებულთა მოხსენიების დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა. ჯუანშერ ბურჭულაძემ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და გმირების ოჯახის წევრებს გაესაუბრა. მინისტრმა მათ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ისტორიები, მათი თავგანწირვა ის ფასეულობებია, რომლიც მომავალ თაობებს უნდა გადაეცეს. მუხათგვერდში მდებარე ძმათა სასაფლაოზე თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილეები და თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლებიც მივიდნენ.
ჯუანშერ ბურჭულაძემ მუხათგვერდიდან ვარკეთილში, დაღუპული გმირების სახელზე აშენებულ, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში გადაინაცვლა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის, ვახტანგ გზირიშვილის ხსოვნას მიაგო პატივი.