20 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
რუსთავში თანამედროვე და ეკოლოგიურად სუფთა საწარმო "პოლივიმი" გაიხსნა

რუსთავში თანამედროვე და ეკოლოგიურად სუფთა საწარმო "პოლივიმი" გაიხსნა. ახალი წარმოება რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა გიორგი დიხტურიშვილმა,  რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა და რუსთავის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატებმა გახსნეს. 

"პოლივიმი", პლასტმასის ნარჩენების აღმდგენი და მეორადი ბოთლების გადამამუშავებელი საწარმოა, რომელიც პოლიესტერის სინთეზურ ბოჭკოს აწარმოებს. პროდუქცია, რომელიც თურქეთსა და ევროპის ქვეყნებში გადის ექსპორტზე, ავეჯის, ტექსტილის, ტანსაცმლის წარმოებაში გამოიყენება. საწარმო ნედლეულად მეორად პლასტმასის ბოთლებს იყენებს, შესაბამისად ეკოლოგიურად ორმაგად გამართლებულია, რადგან ნარჩენების სეპარირების თვალსაზრისითაც არის მიმზიდველი.

ქარხანა სრულად უცხოური,-ირანული ინვესტიციითა აშენებული და ამ ეტაპზე, იქ 60-მდე რუსთაველი და გარდაბნელია დასაქმებული.

დღის ამბები