20 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
კოვიდ კლინიკების ნაწილში გადარიცხული სახელმწიფო თანხა ექიმებამდე და ექთნებამდე არ მიდიოდა - ჯანდაცვის მინისტრი

კოვიდ კლინიკების ნაწილში გადარიცხული სახელმწიფო თანხა ექიმებამდე და ექთნებამდე არ მიდიოდა - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა და აქვე განმარტა, რომ შრომის ინსპექცია ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობს მსგავს კლინიკებთან შეთანხმებას. ამასთან ჯანდაცვის მინისტრის, განცხადებით, შემოწმების შედეგად დასტურდება, რომ კოვიდკლინიკების უმრავლესობას სახელმწიფომ 2 წლის განმავლობაში ერთ მილიარდ ლარზე მეტი გადაუხადა, რისი საჭიროებაც არ იყო.

"შრომის ინსპექცია ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობს იმ კლინიკებთან შეთანხმებას, მოლაპარაკებას, ვისაც, სამწუხაროდ, დღეისთვისაც აქვს დავალიანება ექთნების, ექიმების და ეს არ არის ის დავალიანება, რაც მათ თავისი ხარჯით უნდა გაესტუმრებინათ, რადგანაც სახელმწიფო კონკრეტული მიზნობრიობით რიცხავდა ამ კლინიკებში თანხას და სამწუხაროდ, ბენეფიციარამდე არ ხდებოდა ამ თანხების მისვლა.

სამწუხაროდ, ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენი თანამშრომლები 10-12 ჯგუფი მთელი საქართველოს მასშტაბით დადიოდა კლინიკებში და იქ არის მკაცრი მიღების კრიტერიუმები, რა კრიტერიუმების შესრულების შემთხვევაშიც უნდა მიეღო კლინიკას პაციენტი და ასევე გაწერის კრიტერიუმები. სამწუხაროდ, არც ერთი კრიტერიუმი არ სრულდებოდა.

ამ ორი წლის განმავლობაში, ერთი მილიარდი ლარია მინიმუმ გადახდილი ამ ყველაფერში. არის რამდენიმე კლინიკაში შემთხვევები, როცა დირექტორები და მოადგილეები 5-10-ჯერ იზრდიდნენ ყოველთვიურ ხელფასს. დანაშაულს თუ ვინმე ჩადიოდა, აუცილებლად გამოიკვეთება მათი პასუხისმგებლობის საკითხი," - ამბობს ზურაბ აზარაშვილი.

დღის ამბები