თბილისში ასურული ენის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიება საკრებულოსა და ეთნიკური უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს ინიციატივით შედგა.
მოეწყო ანბანის ჩვენება-პერფორმანსი, წარმოდგენილი იყო ასურელი მხატვრების ნამუშევრები და ეთნიკური კოსტიუმები.
გაიმართა თბილისის ასურელი თემის გამოჩენილი წარმომადგენლების დაჯილდოების ცერემონიაც. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ასურული თემის ენის დღე მიულოცა საკრებულოს თავმჯდომარემ.