ხობის მუნიციპალიტეტის ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურულ პროექტს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს.
გზაზე, რომელიც ავარიული იყო, პროექტის ფარგლებში, დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები და მოწესრიგდება სანიაღვრე არხები.
გზის რეაბილიტაციის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ყულევის გზის რეაბილიტაციის პროექტი ორ ეტაპად ხორციელდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მოსახლეობისთვის გზაზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.