20 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
კომპოზიტორი ვატო კახიძე უკრაინაში დაღუპულების ხსოვნას კონცერტს უძღვნის - "ხსოვნის საღამო" მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში

ცნობილი ქართველი კომპოზიტორი ვატო კახიძე უკრაინაში დაღუპულების ხსოვნას კონცერტს უძღვნის. 30 აპრილს თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დაუკრავს მარიანა ალექსიუნიც, რომელიც ოკუპანტებს მარიუპოლში გადაურჩა და თავი საქართველოს შვილთან ერთად შეაფარა.

"ხსოვნის საღამოზე" მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში კონცერტისას ჯანსუღ კახიძეს და ანზორ ერქომაიშვილსაც გაიხსენებენ. კონცერტზე მისულ მსმენელს საშუალება ექნება უკრაინულ იავნანას მოუსმინოს.

კონცერტზე სიმფონიური ორკესტრი, სახელმწიფო საგუნდო კაპელა, ანსამბლი "რუსთავი" და სოლისტები ვახტანგ კახიძის კომპოზიციებთან ერთად, მოცარტის და მალერის სიმფონიებსაც შეასრულებენ, სულ კი საღამოზე 9 კომპოზიცია შესრულდება.

დღის ამბები