20 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
წვიმა, ელჭექი, ძლიერი ქარი და მდინარეებზე წყლის დონის მატება - გარემოს ეროვნული სააგენტო 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 აპრილიდან 3 მაისამდე ამინდი გაუარესდება. ქვეყნის ცალკეულ რეგიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

უწყების ცნობით, მოსალოდნელმა ნალექმა შესაძლებელია მდინარეებზე წლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს. 

"29 აპრილს დღის ბოლოდან 3 მაისამდე აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო 1-2 მაისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. 2 მაისს დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს," - ნათქვამია სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები