ისანში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე დაკავებულ გრიგოლ დოჩიას და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მის ნათესავ ილია აბლოთიას, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებული გრიგოლ დოჩია ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს, ხოლო აბლოთია ბრალს აღიარებს. გამოძიება გრიგოლ დოჩიას, განზრახ მკვლელობას და განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება. შემდეგი პროცესი 23 ივნისს ჩაინიშნა.