პირად შემადგენლობას თავდაცვის ძალების დღე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.
სსტც "დელტასა" და სს "თამ" თბილავიამშენის ერთობლივი ძალისხმევით ახლად მოდერნიზებულმა UH-1 იროკეზის ტიპის ვერტმფრენებმა ვაზიანის სამხედრო ბაზას საქართველოს დროშით გადაუფრინეს. ასევე, ბაზას გადაუფრინეს თავდაცვის ძალების კუთვნილმა განახლებულმა „სუ-25“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებმა.
ღონისძიების დასასრულს სტუმრებმა სამწყობრო მოედანზე გამოფენილი საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ქართული და უცხოური ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს.
პარალელურად, ბრიგადის ტერიტორიაზე, საწვრთნელი თვითმფრინავიდან, სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა საპარაშუტო ნახტომი განახორციელეს, რომლის დროსაც საქართველოს სახელმწიფო დროშა და თავდაცვის ძალების დროშა გაშალეს.