ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნით, პარლამენტის წინ აქცია-პერფორმანსი გაიმართა. დედაქალაქის მთავარ გამზირზე მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, ექიმთა სხვადასხვა ასოციაციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილები.
"არაფერი არ შეცვლილა ჯერჯერობით, მე რამდენადაც ვიცი, ორშაბათი ძალაშია. ვნახე თვის დასაწყისში და სუსტად იყო, მაგრამ ისე სუსტად არ იყო მერე როგორც სასამართლოზე ვნახე," - ამბობს გიული ალასანია.