საპარლამენტო უმრავლესობაში იმედოვნებენ, რომ რუსთავი 2-ის მიერ დაგეგმილი კონცერტების ჩაშლის ფაქტთან დაკავშირებით მიზეზები გაირკვევა და კონცერტები ჩატარდება.
ელისო ჩაფიძეს იმედი აქვს, რომ ეს არის ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები. დეპუტატი ირწმუნება, რომ რუსთავი 2-თან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ არსებობს.