05 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
რუსთავი 2-ის კონცერტი ფოთში 3 აგვისტოს გაიმართება - მერიის ახალი განცხადება

რუსთავი 2-ის კონცერტი ფოთში 3 აგვისტოს გაიმართება. ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ყოველმხრივ ხელს შეუწყობენ ტელეკომპანიას ამ აქციის გამართვაში. განცხადება ფოთის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა დღეს დილით გააკეთა. ზვიად შუბითიძე გაოცებულია იმ აჟიოტაჟით, რომელიც თემის ირგვლივ ატყდა.

მანამდე კი ფოთის, ქუთაისის და ბათუმის მერიებმა ჩენს ტელეკომპანიას უარი უთხრეს ამ ქალაქებში უფასო კონცერტების გამართვაზე. გუშინ კი კომპანიის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, გააკეთა განცხადება, რომ კონცერტი ხელის შეშლის მცდელობის მიუხედავად, მაინც გაიმართებოდა.

დღეს დილით ფოთის მერია დათანხმდა კონცერტის გამართვას. ჩვენ ამ დრომდე ველით პასუხს ბათუმის მერიიდან.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები