05 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
„ამის უკან პოლიტიკური მიზეზების მოძებნა გაუგებარია,"-მიხეილ გიორგაძე რუსთავი 2-ის კონცერტებთან დაკავშირებით

რუსთავი 2-ის კონცერტებთან შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით კომენტარი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გააკეთა. მიხეილ გიორგაძემ ამ ვითარების უკან რაიმე პოლიტიკური სარჩული გამორიცხა.

„ამის უკან რაიმე პოლიტიკური მიზეზების მოძებნა ჩემთვის გაუგებარია. დარწმუნებული ვარ, რომ  როგორც მოვისმინე, თუ რაღაც არის დაგეგმილი სხვადასხვა ქალაქში და მაინცდამაინც ამ რიცხვებს და ადგილებს დაემთხვევა, მუნიციპალიტეტები გამოძებნიან სხვა თარიღისა და ადგილის შესაძლებლობას,“ - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები