20 ნოემბერი 2024,   20:25
ვრცლად
"მაინც გამოვიყვანთ!" - მინისტრის პასუხი სამინისტროსთან გამართულ დევნილების ხმაურიან აქციაზე

"რამდენი მიტინგიც არ უნდა გამართონ, მათ ამ შენობიდან მაინც გავიყვანთ," – ასე პასუხობს დევნილთა მინისტრი იმ ოჯახებს, რომლებსაც სამხედრო ჰოსპიტალის შენობიდან გასახლებას უპირებენ.

თავად დევნილებს სოზარ სუბარი დღეს არ შეხვედრია.

ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში სამინისტროს შენობასთან იყვნენ შეკრებილი ერთი მოთხოვნით, მოხდეს მათი ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილება.

უკვე ერთი წელია, ჰოსპიტალის შენობაში მცხოვრებ დევნილებს და სოციალურად დაუცველებს ელექტროერგიაც ჩაუჭრეს და არც წყალი მიეწოდებათ.

გაუსაძლის პირობებში ცხოვრებას კი გამოსახლების საშიშროებაც დაემატა.

სამინისტროს გადაწყვეტილებით, შენობის გარემონტების შემდეგ მას ისევ 160 დევნილი ოჯახი დაიკავებს. თუმცა, რა ბედი ეწევა იმ 117 ოჯახს, რომელიც დღეს იქ ცხოვრობს, გაურკვეველია.

ხელისუფლება საცხოვრებელს მხოლოდ ნაწილს თავაზობს. მეორე ნაწილს კი ქირას პირდება. ამ დაპირერების კი დევნილებს ნაკლებად სჯერათ.

დევნილთა სამინისტროსთან მოქალაქეების ნაწილმა საქართველოს პასპორტებიც დახიეს. 

 

ავტორი: ირინა კეჭაყმაძე

 

 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები