20 ნოემბერი 2024,   18:21
ვრცლად
GEM Fest ანაკლიაში არმინ ვან ბურენმა გახსნა

ანაკლია ელექტრონული მუსიკის პირველ ფესტივალს მასპინძლობს. GEM Fest არმინ ვან ბურენმა გახსნა.

ფესტივალის პირველი საღამო გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

ფესტივალი ცხრა დღის განმავლობაში გაგრძელდება და ის მსოფლიო დონის დიჯეებს უმასპინძლებს.

სპეციალურად ფესტივალისთვის ანაკლიაში ხუთი სცენა და კარვების ქალაქი მოეწყო.

ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალი საქველმოქმედო იქნება, თითო გაყიდული ბილეთიდან ერთი ლარი სოლიდარობის ფონდში გადაირიცხება.

 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები