პრემიერის არგუმენტს, რომლთაც მან ინტერპოლის პოზიცია მეთოდოლოგიის ცვლილებით ახსნა, ნაციონალურ მოძრაობაში არ ეთანხმებიან.
ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნუგზარ წიკლაურის, განცხადებით, სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების მოთხოვნაზე ინტერპოლის უარი საერთაშორისო პოლიციის კონსტიტუციითაა განპირობებული, რომელიც 1956 წელს მიიღეს.
საპარლამენტო უმცირესობაში მთავრობას პოლიტიკური ნიშნით დევნის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.
„საერთაშორისო საზოგადოება ერთსულოვანია იმ გადაწყვეტილებაში, რომ საქართველოში მიმდინარეობს პოლიტიკურ ოპონენტებზე დევნა. ამიტომ ნაციონალური მოძრაობა საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ დაბეჯითებით მოუწოდებს, შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა,“ - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.