20 ნოემბერი 2024,   18:24
ვრცლად
პანკისის ხეობის სოფელ დუისში ადგილობრივებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები დაიწყო

პანკისის ხეობის სოფელ დუისში ადგილობრივებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები დაიწყო.

საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის 14 პროფილის მედიკოსი პანკისელებს დღეს მთელი დღის განმავლობაში სოფლის ამბულატორიაში უფასოდ მოემსახურება.

მედიკოსების ინფორმაციით, დახმარების საჭიროების მქონე პაციენტები მკურნალობას თბილისში გააგრძელებენ.

აქციას საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები და აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი მეუფე დავითი შეუერთდა.

განსხვავებული აღმსარებლობის მქონე პირთათვის სამედიცინო გამოკვლევები რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ დაგეგმა და იგი საქართველოს რამდენიმე რეგიონში, მათ შორის აჭარაში, გაგრძელდება.

 

 
დღის ამბები