კონცერტი ანბანის კოშკთან, რომლის გამოც რუსთავი2-ს ბათუმის მერიამ ღონისძიების ჩატარებაზე უარი უთხრა, ამ დრომდე არ დაწყებულა.
ღონისძიება 7 საათაზე იყო დაგეგმილი. თუმცა, მოცეკვავეები ამ დრომდე სცენის ქვეშ იმყოფებიან და იმის გამო, რომ ბათუმში მოსულმა მცირე წვიმამ სცენის ზედაპირი დაასველა, ღონისძიების დაწყებას ვერ ახერხებენ.
აღმოჩნდა, რომ ორგანიზატორებმა არც სცენა გადახურეს და არც განათება დაამონტაჟეს.
კონცერტზე დასასწრებადაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანია მისული.
კონცერტს ბათუმის მერიის კულტურის ცენტრი მართავს. მასში მონაწილეობას კი ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლები და მუსიკალური კოლექტივები იღებენ.
ორგანიზატორთა თქმით, ისინი შეეცდებიან, კონცერტი უახლოეს პერიოდში დაიწყონ.
გაიმართება თუ არა კონცერტი საბოლოოდ ბათუმში, ამას კურიერის მთავარი საინფორმაციო გამოშვებიდან შეიტყობთ.