საქართველოს პრეზიდენტი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისი 2015-ის არც გახსნის და არც დახურვის ცერემონიალს არ დასწრებია.
თავად მარგველაშვილი ამ ფაქტს პროტოკოლს უკავშირებს და ამბობს, რომ, როგოც პრეზიდენტი არ ესწრება ოლიმპიადის მიმდინარეობას. თუმცა, როგორც მოქალაქე, ამაყია ქართველების წარმატებით და იმ ფაქტით, რომ ქვეყანა მსგავს მასშტაბურ ღონისძიებას მასპინძლობს.
პრეზიდენტთან კონსულტაციებს ადასტურებენ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტშიც.
"მე ვერ გეტყვით, პრეზიდენტი ჩვენ მოვიწვიეთ. მე და ჩემ თანამშრომლებს პრეზიდენტის პროტოკოლთან გვქონდა საუბარი. თუმცა, ასე მოხდა. მიზეზი ჩემთვის ცნობილი არ არის," - აცხადებს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისი2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, ალექსი ახვლედიანი.