ფოთში, იმ ადგილზე, სადაც რუსთავი2-ს კონცერტი უნდა გაემართა, დღეს დამწყები დიჯეების დისკოთეკა გაიმართა.
სწორედ ამ ღონისძიების გამო ფოთის მერიამ რუსთავი2-ს უარი უთხრა კონცერტის ჩატარებაზე.
მუნიციპალიტეტში და კონცერტის ავტორები აცხადებენ, რომ ღონისძიება დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი.
დამწყები მუსიკოსების მოსასმენად ფოთში დღეს რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა, რამდენიმეც - შეესწრო. მათ ნაწილს კი ჩატარებული ღონისძიება საერთოდ არ მოეწონა.