მაღალმთიან აჭარაში შუამთობას აღნიშნავენ. საზეიმო ღონისძიებებისთვის მზადება ბეშუმში დილიდან დაიწყო. რამდენიმე წუთში კი კონცერტი დაიწყება, რომლითაც ღონისძიებები საზეიმოდ გაიხსნება.
ადგილობრივებთან ერთად ბეშუმში იმყოფებიან ტურისტები, რომელთა ნაწილი მაღალმთიან აჭარაში ავტოსტოპით ჩავიდა.
სახალხო დრესასწაულის ფარგლებში გამოიფინება ხელნაკეთი ნივთები, მოეწყობა სახალხო მსვლელობა და სპორტული შეჯიბრებები.
ადგილობრივების თქმით გასული წლების მსგავსად წელსაც, ღონისძიების ფარგლებში, ერთი წყვილი იქორწინებს. დღის ბოლოს კი დოღი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 4 ხეობის წარმომადგენლები მიიღებენ.
ბეშუმში ელოდებიან საქართველოს პრემიერმინისტრსაც. ირაკლი ღარიბაშვილი სახალხო დღესასწაულში მიიღებს მონაწილეობას.
ავტორი: სალომე ბოკუჩავა