ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის წევრებთან ერთად ამ წუთებში ბეშუმში იმყოფება. პრემიერმინისტრს ბეშუმში აჭარის მუფთი და მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები დახვდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად შუამთობას ესწრებიან აჭარის მთავრობის წარმომადგენლებიც.
რამდენიმე წუთის წინ კი ბეშუში ჩვეულებისამებრ ერთმა წყვილმა იქორწინა.
დაქორწინებულები ირაკლი ღარიბაშვილმა და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელბმა დაასაჩუქრეს.