20 ნოემბერი 2024,   18:18
ვრცლად
ორი პოლიციელის ცემასა და პატიმრის გატაცებაში ბრალდებული ქალი

მაია კეკელია ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ სცნო სოფელ ბანძის პოლიციის განყოფილებაზე ჯგუფურ თავდასხმაში, ორი პოლიციელის ცემასა და პატიმრის გატაცებაში.

ამბავი, რომლის გამოც კეკელია დამნაშავედ სცნეს გასული წლის 16 ოქტომბერს მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში მოხდა. კეკელია ნათესავს სოფლის ცენტრში გაჰყვა ახლობლის ამბის გასარკვევად რაც საბოლოოდ პირველ ეტაპზე წვრილმანი ხულიგნობის ბრალდების წაყენებით, შემდეგ კი სისხლის სამართალში არსებული კანონდარღვევისთვის დაპატიმრებით დასრულდა.

საქმეში არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, რომლითაც მაია კეკელიას მიერ პოლიციელის ცემის ფაქტი დასტურდება. გამოძიებამ მხოლოდ ორი ექსპერტიზა ჩაატარა რომლითაც დაადგინა, რომ პოლიციელს სახეზე ნაკაწრები ჰქონდა და მაისური დახეული იყო, თუმცა ვის მიერ და რა ვითარებაში იყო ეს ქმედებები ჩადენილი გამოძიება არ დაინტერესებულა.

სააპელაციო სასამართლო ამ საქმეს ხუთ აგვისტოს კიდევ ერთხელ განიხილავს.

 
დღის ამბები