არც ორგანიზატორებმა და არც ბათუმის მერიამ არ იციან როდის შევიდა განაცხადი კონცერტის ჩატარებაზე, რომლის გამოც "რუსთავი 2-ს" ანბანის კოშკთან კონცერტის ჩატარებაზე უარი უთხრეს.
მას შემდეგ რაც ბათუმის მერიამ "რუსთავი 2-ს" კონცერტი ჩაუშალა, კამერების წინ არ გამოჩნილა არც ქალაქის მერი. ჯერ გიორგი ერმაკოვის კაბინეტთან დაცვა გააძლიერეს, პარასკევს კი მერმა ბათუმი დატოვა და შუა საკურორტო სეზონის დროს ევროპაში მივლინებით გაემგზავრა.
ბათუმში საკურორტო სეზონის დაწყების წინ შეადგინეს პროგრმა, სადაც ყველა კულუტურული ღონისძებაა გაწერილი, მათ შორის ის ღონისძიებებიც, რომელსაც მერია საერთოდ არ აფიანსნებს. ამ ნუსხაში ანბანის კოშკთან დაგეგმილი კონცერტი არ იყო.
მერიაში თქვეს, რომ ყველა ადგილი დაკავებული იყო. კონცერტის დღეს, პირველი აგვისტოს საღამოს "რუსთავი 2-ის" გადამღებმა ჯგუფებმა ტერიტორია გადაამოწმეს. არანაირი ღონისძება არ იმართებოდა ახალ ბულვარში, კონცერტების მოსაწყობად განკუთვნილ მოედანზე მხოლოდ რამდენიმე ტურისტი სეირნობდა, იგივე სურათი იყო ერას მოედანზე, რომელიც ბათუმში მასშტაბური შოუ-პროგრამების ორგანიზებისათვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია.
ბოქლომით იყო დაკეტილო ჩოგბურთის კორტებიც, რომელიც საკურორტო სეზონის დროს კონცერტებს ხშირად მასპინძლობს. "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი ფიქრობს, რომ ბათუმის მერიამ კანონი დაარღვია და მერი კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გავიდა.
ყველა პრობლემის მიუხედავად "რუსთავი 2" ბათუმში კონცერტს 4 აგვისტოს, ანბანის კოშკთან, გამართავს.
ავტორი: ნოდარ მელაძე