სტაბილურად მძიმე რჩება გურიაში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული პოლიციელების ჯანმრთელობის მდგომარეობა. ისინი კვლავ ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან.
რაც შეეხება კიდევ ორ დაშვებულს, რომელიც ამავე კლინიკაში გადაიყვანეს - სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედდას - ტვინის შერყევა აქვს მიღებული, მძღოლი კი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. პაციენტები გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა.
ორი ავარია სუფსის გადასახვევთან შაბათს საღამოს მოხდა - შემთხვევის შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი, 6 დაშავდა.