ფოთში გაიმართა კონცერტი, რის გამოც რუსთავი 2-ს ქალაქში საღამოს ჩატარებაზე უარი ეთქვა.
ცენტრალურ პარკში სცენაზე ფოთელების წინაშე 8 მოზარდი გამოვიდა. საათნახევრიანი კონცერტის ორგანიზება ქალაქის კულტურის სამსახურმა უზრუნველყო. ხალხის სიმცირის მიზეზად კი უწყების წარმომადგენლები ზაფხულს ასახელებენ.
მათი მტკიცებით, ფოთელების უმრავლესობა დასასვენებლად არის წასული. თავად ცენტრალურ პარკში მისული მაყურებელის უმეტესობა კი კონცერტით უკმაყოფილო იყო. კონცერტის შესახებ კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს მერიის წარმომადგენლებმა.