20 ნოემბერი 2024,   18:24
ვრცლად
თბილისსა და მის შემოგარენში დაავადებული და ზეხმელი ხეების მოჭრის პროცესი დაიწყო

თბილისსა და მის შემოგარენში დაავადებული და ზეხმელი ხეების მოჭრის პროცესი დაიწყო.

პირველ ეტაპზე კუს ტბისა და მთაწმინდის მიდამოებში არსებული 5 ათას 500-ზე მეტი ძირი წიწვოვანი ხე მოიჭრება.

ხეების ჩანაცვლების პროცესი ოქტომბრიდან დაიწყება. მოჭრილი ხეები საშეშე მასალად სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას გადაეცემა.

ხეების მოჭრას და ტერიტორიიდან გატანას თბილისის მერიასთან არსებული კომპანია "სინათლის ქალაქი" ახორციელებს. 

 
დღის ამბები