სიღნაღის მოსახლეობა გაუმჯობესებული წყალმომარაგებით უნდა ისარგებლოს.
რეგიონული განვითარების სამინისტრო ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, სიღნაღის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.
პროექტის დასრულების შემდეგ სიღნაღის მოსახლეობას, კერძოდ, 900-ზე მეტ ოჯახს წყალმომარაგება უწყვეტ რეჟიმში ექნება. ამჟამად სიღნაღის მოსახლეობის უმეტესობას დღე-ღამეში წყალი მხოლოდ 2 საათის განმავლობაში მიეწოდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალ წელს დასრულდება.