18 მაისი 2024,   05:08
ვრცლად
დიდი თემურ ჩხეიძე დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ, განუზომელია დანაკლისი - თეა წულუკიანი

დიდი თემურ ჩხეიძე დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ. ბოლო დღეებში, იმედით შევყურებდით განგებას და გვჯეროდა, რომ ეს არ მოხდებოდა, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი სოციალურ ქსელში წერს და  თემურ ჩხეიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს. 

თეა წულუკიანის თქმით, განუზომელია დანაკლისი, ამის შესახებ კი ბევრი ითქმება და დაიწერება. 

"ჩემი ვალია, გითხრათ მადლობა, ბატონო თემურ. მეგზურობისთვის, ღიმილისათვის, რჩევისა და დახმარებისათვის. ღმერთმა ნათელში ამყოფოს თქვენი სული. ვიზიარებ ქალბატონი ნანისა და დიდი, სახელოვანი ოჯახის ამ დიდ მწუხარებას. გისამძიმრებთ ყველას." - ვკითხულობთ განცხადებაში",- წერს მინისტრი.

დღის ამბები