აჭარაში მომხდარი ავტოკატასტროფის მიზეზებზე საუბრობდა დღეს დავით მესხიშვილი.
ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე ტრანსპორტის პოლიტიკის შემუშავებასა და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებას მოითხოვს.
დავით მესხიშვილმა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირების განთავისუფლება მოითხოვა.
8 პუნქტიან მოთხოვნათა შორის სიაში კანონის გმაკაცრებასა და საპატრულო პოლიციის მიერ მოვალეობის შესრულებაც შედის.
არასამთავრობო სექტორი გაზზე გადაყვანილი მიკრო ავტობუსების რეისში გასვლის აკრძალვასა და სიჩქარის დარეგულირებასაც ითხოვს, ასევე - ტექნიკური დათვალიერების შემოღებას.
არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ 2014 წელს ავტოკატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 550-მდე მიაღწია. 2015 წლის მონაცემებით კი ეს რიცხვი უფრო მეტია.
„ვითხოვთ, ტრასპორტის უმოქმედო სააგენტოს ნაცვლად შეიქმნას, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სტრუქტურა, რომელიც იმუშავებს საგზაო უსაფრთხოების სფეროზე,“ - განაცხადა ტრანსპორტის და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა.