ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2015 წლის ივლისის თვის მონაცემები შეაფასა. ივლისის თვეში საქართველოს 737 696 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,5%-თ მეტია.
2015 წლის ივლისში ყველაზე მეტი ვიზიტი მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელდა. 7 თვის მონაცემებით, გაზრდილია ტურისტების შემოსვლა ევროკავშირის ქვეყნებიდანაც.
ადმინისტრაციის განცხადებით, უდიდესი აქცენტი ახალი ბაზრებიდან ტურისტების რაოდენობის გაზრდაზე და უკვე არსებულ ბაზრებზე სიტუაციის გაუმჯობესებაზე გაკეთდა.