20 ნოემბერი 2024,   18:41
ვრცლად
ცვლილებები თბილისის ბიუჯეტში და კომუნალური ვაუჩერების გარეშე დარჩენილი მოსახლეობა

მმართველი გუნდი ვაუჩერების გაცემის მოქმედ წესს აკრიტიკებს და ახალი სტრატეგიის შემუშავებას გეგმავს. დეპუტატები ფიქრობენ, რომ ზამთრის კომუნალური ვაუჩერები თბილისის არა ყველა მაცხოვრებელმა, არამედ სოციალურად დაუცველების მხოლოდ გარკვეულმა რაოდენობამ უნდა მიიღოს. ამ განცხადებების მიუხედავად, ჯერჯერობით არც კონკრეტული გეგმაა მომზადებული და მასზე მუშაობაც არ დაწყებულა. დედაქალაქის მთავრობამ ამ დრომდე არ იცის, თუ რამდენს და რა ფორმით დაურიგდებათ ვაუჩერები. ცნობილია, რომ ამ მიზნით თანხა ჯერ მოძიებულიც არ არის.

კომუნალური ვაუჩერებისთვის საჭირო თანხა ბიუჯეტში ვერ მოხვდა, სამაგიეროდ ახალი ცვლილებების მიხედვით, ამჯერად 5 მილიონით, უკვე ჩატარებული თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიადის დაფინანსება ისევ გაიზარდა.

თბილისის ბიუჯეტი დაგეგმილი ცვლილებების შემდეგ 46 მილიონით გაიზრდება. 30 მილიონზე მეტი ლარი სტიქიის შედეგად დაზიანებული ტერიტორიების სალიკვიდაციო სამუშაოებზე დაიხარჯება. 

ავტორი:ეკო მაღრაძე

 
ამავე თემაზე
დღის ამბები