რამდენიმედღიანი დაგვიანებით, მაგრამ "რუსთავი 2"–ის კონცერტი ფოთში მაინც მიმდინარეობს.
უკვე ერთ საათზე მეტია ქალაქის ცენტრალურ პარკში ათასობით ადამიანია შეკრებილი.
მათ შესაძლებლობა აქვთ შეხვდნენ "რუსთავი 2”-ის ყველაზე რეიტინგული შოუების წამყვანებს, ტელეარხის ცნობილ სახეებს და მუსიკოსებს.
გორისგან განსხვავებით ფოთში გიორგი გაბუნიამაც იმღერა. პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანმა HOT COMPOT-თან ერთად ერთი სიმღერა შეასრულა.
“ჩვენ გავიმარჯვეთ იმიტომ, რომ მართლები ვიყავით ათასობით ადამიანია შეკრებილი. იმედი გვაქვს, რომ ისინი ისიამოვნებენ ამ კონცერტით,"- განაცხადა "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.
ფოთში კონცერტს ჯგუფი "გამოუვალი მდგომარეობა" დახურავს. ხვალ კი "რუსთავი 2" კონცერტს ბათუმში, ანბანის კოშკთან გამართავს.
ავტორი: სალომე ბენაშვილი