20 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა ორგანიზაცია "თიკას" უმასპინძლა

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა, ორგანიზაცია თიკა-სა და თურქეთის საელჩოს წარმომადგენლებს უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ პარტნიორობასა და იმ პროგრამის აუცილებლობაზე ისაუბრეს, რომელსაც თიკა საჯარო სამსახურში დასაქმებულებს სთავაზობს.

„თურქეთი რჩება ჩვენს მთავარ სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორად და უზარმაზარ როლს თამაშობს უსაფრთხოების კუთხით,“ - განაცხადა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პროგრამის დირექტორმა გიორგი თარგამაძემ.

 
დღის ამბები