საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის წევრებმა "ადვოკატებისთვის ფულის გათეთრების პრევენციის ზომების თაობაზე", - სახელმძღვანელოების პრეზენტაცია გამართეს.
სახელმძღვანელოს დახმარებით ადვოკატებს მიეწოდებათ ინფორმაცია ფულის გათეთრების სფეროში კანონით დადგენილი ვალდებულებების შესრულების თაობაზე.
სახელმძღვანელოში ასევე ასახულია ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები.