მეორე დღეა წყალტუბოში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ორგანიზებით სამოქალაქო განათლების პროგრამა „მწვანე აკადემია“ მიმდინარეობს. ღონისძიებაზე მთავარ მომხსენებლად გარემოს დაცვის მინისტრი გამოვიდა, დისკუსია ინტერაქტიულ რეჟიმში 2 საათი გაგრძელდა.
„მწვანე აკადემიაში“ შეიქმნება ახალგაზრდების ქსელი, რომლებიც მომავალში შეძლებენ სამხრეთ კავკასიის პოლიტიკურ არენაზე მწვანე იდეების წინ წამოწევასა და მხარდაჭერას.