05 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
რუსთავი 2-ის კონცერტის დაწყებამდე 3 საათი დარჩა

მაღალი ტემპერატურის მიუხედევად, მოსახლეობა რუსთავი 2-ის კონცერტისთვის ბათუმში მიმდებარე ქალაქებიდანა ჩავიდა. ადგილობრივებიც უკვე ემზადებიან ანბანის კოშკთან მისასვლელად. კონცერტის დაწყებამდე  ”რუსთავი 2 შენთვის” 4 საათზე ნაკლები დრო რჩება. 

ფოთის შემდეგ ბათუმში. რამდენიმე დღიანი დაგვიანების შემდეგ ”რუსთავი 2 შენთვის” - ზღვისპირა ქალაქში ანბანის კოშკთან გაიმართება.

ჩვენი ტელეარხის ცნობილ სახეებსა და მუსიკოსებს დღეს ბათუმელები შეხვდებიან. კონცერტი საღამოს 7 საათზე დაიწყება. ამ დროისთვის ანბანის კოშკთან მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები