02 ოქტომბერი 2024,   20:22
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა-გარდაცვლილებს შორის ბავშვებიც არიან

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს ქედაში. ე.წ. პიკაპის მოდელის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ხევში გადაიჩეხა. 

შემთხვევის დროს ავტომობილში მამაკაცი და ორი ბავშვი იმყოფებოდნენ. ადგილზე მისულ მაშველებს ბავშვები გარდაცვლილი დახვდათ, მამაკაცი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა ვერც მისი გადარჩენა შეძლეს.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 

 
დღის ამბები