02 ოქტომბერი 2024,   20:32
ვრცლად
ხანძარი თბილისში - სპორტის სასახლესთან 3 ათასი კვადრატული მეტრი იწვის

ხანძარი თბილისში-ამ წუთებში სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სამაშველო და სახანძრო სამსახურები არიან მობილიზებულები. 

არსებული ინფორმაციით ცეცხლი ბალახს მოეკიდა. 

როგორც სამაშველო სასმახურის თანამშრომლები აცხადებენ, ცეცხლი 3 ათას კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული. ადგილზე მობილიზებულია 3 სახანძრო მანქანა და მაშველები. 

ცეცხლის ლოკალიზება ამ დროისთვის ვერ ხერხდება. 

 

 

 

 
დღის ამბები