"რუსთავი 2"-ის პროექტი "რუსთავი 2 შენთვის" ბათუმში უკვე 1 საათია მიმდინარეობს. ჩვენს კონცერტზე ანბანის კოშკთან ათასობით ადამიანია შეკრებილი, სცენაზე კი ერთმანეთს საზოგადოებისათვის ცნობილი "რუსთავი 2"-ის სახეები ცვლიან ერთმანეთს.
ათასობით ადამიანის განწყობაზე "კომედი შოუს" მსახიობები, "X ფაქტორის ," "საქართველოს ვარსკვლავისა" და "ნიჭიერის" კონკურსანტები ზრუნავენ.
ბათუმელებისთვის ფოთის მსგავსად სიმღერა შეასრულა გიორგი გაბუნიამ ჯგუფ HOT COMPOT-თან ერთად.
რამდენიმე წუთში სცენაზე გამოუვალ მდომარეობას ელოდებიან. ბათუმში "რუსთავი 2"-ის კონცერტში მონაწილეობას კახაბერი და ხანუმებიც მიიღებენ.
ავტორი: სალომე ბენაშვილი