02 ოქტომბერი 2024,   20:20
ვრცლად
მაშველებმა გუდაუთის ქუჩაზე ხანძრის შედეგად გარდაცვლილები იპოვეს

გუდაუთის ქუჩაზე ხანძრის დროს დაკარგული 2 გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია ამის შესახებ შემთხვევის ადგილზე მყოფ "კურიერის" გადამღებ ჯგუფს დაუდასტურეს. 

მაშველებს გარდაცვლილების ცხედრები ამ წუთებში სასწრაფო დახმარების მანქანაში გადააქვთ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საღამოს 5 საათისთვის ცეცხლი საღებავების საწყობს მოედო. 4 საათის განმავლობაში ცეცხლის ჩაქრობას სახანძრო და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ცდილობდნენ. პროცესში ჩართული იყო რამდენიმე ვერტმფრენიც. 

 

 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები