20 ნოემბერი 2024,   18:22
ვრცლად
ხანძრის შედეგად გარდაცვლილები ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს

რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ გუდაუთის ქუჩაზე მაშველებმა ორი ადამიანის ცხედარი იპოვნეს.

ხანძრის შედეგად გარდაცვლილები ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. მაშველებმა ორივე დაღუპული საწყობის კართან ნახეს.

არსებული ინფორმაციით, ისინი სწორედ იმ საწყობში მუშაობდნენ, საიდანაც ცეცხლი გაჩნდა. ხანძარს ელიავას ბაზრობასთან საგანგებო სიტუაციების სამსახურის ათეულობით ეკიპაჟი, რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდა.

საჭირო გახდა ვერტმფრენის გამოძახებაც. გარდა ამისა, ადგილზე მობილიზებული იყო რკინიგზის სახანძრო სამსახურიც. მათ მიერ ვაგონებით მიტანილ წყალს სახანძრო მანქანები იყენებდნენ.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით მიმდინარებს გამოძება.

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები