20 ნოემბერი 2024,   18:20
ვრცლად
სენაკის რაიონში დაკარგული მამაკაცის სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა

დილიდან განახლდა სენაკის რაიონში მდინარე რიონზე სამძებრო სამუშაოები.

23 წლის ნიკა დოლიძე ცხენით მდინარეზე გადადიოდა, რა დროსაც გადმოვარდა და სწრაფმა დინებამ გაიტაცა.

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. ახალგაზრდას, როგორც ზუგდიდის ასევე სენაკის სამაშველო სამსახურები ეძებენ. რიონის სწრაფი დინების და ცუდი ხილვადობის გამო სამძებრო ოპერაციაში ჩართვას ვერ ახერხებენ მყვინთავები.

 

 

 
დღის ამბები