20 ნოემბერი 2024,   18:20
ვრცლად
აქცია ლანჩხუთის რაიონში - სოფელ ნინოშვილის მოსახლეობა წყლის გარეშეა დარჩენილი

ლანჩხუთის რაიონის სოფელი ნინოშვილის მოსახლეობა წყალმომარაგების მოწესრიგებას ითხოვს.

ხალხი ამბობს, რომ შედგა პროექტი, რომლის მიხედვითაც მათ გარდა კიდევ ერთი სოფლის წყლით უზრუნველყოფა უნდა მომხდარიყო.

ადგილობრივების განცხადებით, მილების გაყვანა ორ სოფელში - ნინოშვილსა და არჩეულში ერთი პროექტის ფარგლებში მოხდა, თუმცა წყალი მხოლოდ ერთი სოფლისთვის აღმოჩნდა საკმარისი. 

წყლის სათავე ნაგებობა ნინოშვილში გაკეთდა, თუმცა ადგილობრივების თქმით, მოგვიანებით გაირკვა, რომ წყალი ორი სოფლისთვის საკმარისი არ იყო - შედეგად ისინი წყლის გარეშე დარჩნენ.

ადგილზე იმყოფებოდა ლანჩხუთის გამგეობის წარმომადგენელი. მისი ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი საკითხს დღესვე განიხილავს.

 
დღის ამბები