20 ნოემბერი 2024,   18:23
ვრცლად
სამეგრელოში გოჭკადილის კანიონში ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა სექტემბერში უნდა დაიწყოს

გარემოსა დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა სამეგრელოში  გოჭკადილის კანიონი დაათვალიერა და ბუნების ვიზიტორთა ცენტრის პროექტს გაეცნო. ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება.

გოჭკადილის კანიონი საქართველოს დაცული ტერიტორიების ნუსხის ახლადშემატებული ბუნების ძეგლია. კანიონის განვითარების პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკები, გადმოსახედი, ნავმისადგომი და საპიკნიკე ადგილები უნდა მოეწყოს. დაგეგმილია ასევე მე-13 საუკუნის წყლის წისქვილის რეაბილიტაცია.

კანიონის უმაღლესი ადგილი, ტეხურას სათავეა, რომელიც ზღვის დონიდან 3 ათას 3 მეტრზე მდებარეობს.

 
დღის ამბები