20 ნოემბერი 2024,   18:21
ვრცლად
საფეხმავლო გამყოლთა კურსი ზემო რაჭაში ჩატარდა

ზემო რაჭაში საფეხმავლო გამყოლთა საწყისი კურსი ჩატარდა. პროგრამის ფარგლებში გაიარეს და აღრიცხეს 9 საფეხმავლო ბილიკი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ერთობლივი პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების დაფინანსებით საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციამ ჩაატარა.

კურსი ამბროლაურიდან , ონიდან, უწერიდან , გლოლადან და სევადან 11-მა მონაწილემ გაიარა. დასკვნითი ღონისძიება უწერაში გაიმართა. სერტიფიკატები მათ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გადასცა.

 
დღის ამბები