სოციალურად დაუცველთა სიებისა და საყოველთაო ჯანდაცვის მიმართ ბოლო დროს გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება ჯანდაცვის სამინისტრო.
საგანგებო ბრიფინგი დღეს მინისტრის მოადგილემ გამართა.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზაზა სოფრომაძის თქმით, ჯანდაცვის სამინსიტრო მარტოხელა პენსიონრებისთვის სპეციალურ შემწეობის გაცემას დაიწყებს 20 აგვისტოდან.
ასევე ცნობილია, რომ პარალელურ რეჟიმში მოხდება კომპენსაციების გაცემა.
„ბოლო პერიოდის განმავლობაში მიზანმიმართული კამპანიის ხასიათი მიიღო ოპონენტების მხრიდან ადამიანების მანიპულირებამ და შეჭირვებული ოჯახების გამოყენება მათი პოლიტიკური მიზნებისათვის. ჩვენს მიერ შესწავლილია ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახის საჭიროება. ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მარტოხელა პენსიონრები არ დარჩნენ სიღატაკესთან პირისპირ,“ - განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ.
ავტორი: ანა წერეთელი